ლიონის ოლიმპიკის ნიდერლანდელმა ფორვარდმა მემფის დეპაიმ ბარსელონას მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის მუშაობაზე ისაუბრა.
ისინი ერთმანეთს ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებიდან იცნობენ და ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მწვრთნელს 27 წლის ფეხბურთელის კატალონიურ გუნდში ნახვა სურს.
„მსურს, რომ კუმანი კლუბში დარჩეს. არ აქვს მნიშვნელობა სად ვთამაშობ. მსურს მან იქ გააგრძელოს მუშაობა.
ჩემში გარკვეული ინტერესია. ბარსა არის შესანიშნავი კლუბი, მაგრამ არსებობს სხვა შესანიშნავი გუნდებიც [რომლებიც ჩემით არიან დაინტერესებული].
ახლა მე მთლიანად ეროვნულ ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული,”- თქვა დეპაიმ.





