გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” “გრანადას” სტუმრად დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ (1:1) დასრულდა.ქართველმა მეკარემ ისევ ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ ითამაშა, მაგრამ გიორგიმ ამჯერად კარი მშრალად ვერ შეინახა.
ლა ლიგაში პირველი გოლი გიორგიმ ლუის სუარესისგან გაუშვა. გიორგიმ ორი სეივიც მიითვალა. მამარდაშვილის თამაში ცნობილმა ესპანურმა გამოცემა As-მა შეაფასა.
“დებიუტთან შედარებით ნაკლებად დამაჯერებელი იყო, ალბათ იმიტომ, რომ საწყის 15 წუთში გოლი გაუშვა და ამ მომენტში ბევრი არაფრის გაკეთება შეეძლო. გამოსვლებზე ყოყმანობდა, მაგრამ ერთხელ სტანდარტულის დროს მოახერხა გუნდის გადარჩენა, როცა არცთუ ისე კარგად დაბლოკა დარტყმა, მაგრამ კარგი პოზიციის წყალობით რეაგირება დროულად მოახდინა”, – წერს გამოცემა.
“ვალენსიას” ლა ლიგაში 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს მოპოვებული. ხოსე ბორდალასის გუნდი 27 აგვისტოს, შინ “ალავესს” უმასპინძლებს.





