უკრაინაში განვითარებული მოვლენების პარალელურად, მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. რუსეთის ნაკრები და პრემიერ ლიგის გუნდები ყველა საერთაშორისო ტურნირიდან გაურკვეველი მოიკვეთნენ.
ამასთან, მას შემდეგ, რაც თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა დატოვა, ქართველი ფეხბურთელებიც საკითხიც აქტუალური გახდა.
რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერ ლიგაში მოთამაშე ლეგიონერების დიდნაწილს რუსეთის დატოვება უნდათ, თუმცა არიან თუ არა მათ შორის ქართველი ფეხბურთელები, ეს ჯერჯერობით უცნობია. პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ FIFA-ს მიმართა ინიციატივით, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლეგიონერები რუსულ კლუბებს საკუთარი ინიციატივით დატოვებენ, მათ კონტრაქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდა არ მოუწიოთ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ რუსულ მედიასთან ასეთი კომენტარი გააკეთა:
„აპირებენ თუ არა ლეგიონერები გუნდიდან წასვლას? ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით მათთან ერთად შევიკრიბეთ, საკითხი განვიხილეთ და შევთანხმდით, სანამ ვითარება ამის შესაძლებლობას მოგვცემს, ერთად ვიქნებით და მუშაობას ერთად გავაგრძელებთ“, – ამბობს სლუცკი.
რუსი სპეციალისტის ამ განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კონკრეტულად „რუბინის“ ლეგიონერებს სავარაუდოდ, კლუბის დატოვების სურვილი აქვთ. თუ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო FIFPro-ს ინიციატივას მხარს დაუჭერს, რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერები კლუბებიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოვლენ, მათ შორის ერთ-ერთი კი ხვიჩა კვარაცხელიაც იქნება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ ლიგაში არა ერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს: ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი), ზურიკო დავითაშვილი (ტულას „არსენალი“), ჯიმი ტაბიძე („უფა“), ლუკა გაგნიძე, ლუკა წულუკიძე(ორივე „ურალი“), გია გრიგალავა („ხიმკი“), ილია ბერიაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე „როტორი“).








