ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი ოლიმპიური ლიცენზიის მფლობელი გახდა.
სოფიაში მიმდინარე ტოკიო 2020-ის სალიცენზიო ტურნირის ნახევარფინალში მან მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, რუსეთის სახელით მოასპარეზე დავით ჩაკვეტაძე დაამარცხა და ფინალში გასვლით ოლიმპიადის ლიცენზიასაც დაესაკუთრა. შესაბამისად, დათუნაშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე სერბეთის სახელით იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის სპორტსმენი ცოტა ხნის წინ, ასევე სერბეთის სახელით ევროპის ჩემპიონიც გახდა.








