უეფას ახალ ტურნირზე ქართველი ფეხბურთელების დებიუტი შედგა, კერძოდ კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში გურამ კაშიასა და და ჯაბა კანკავას “ბრატისლავა სლოვანმა” დათი ხოჭოლავას “კოპენჰაგენს” უმასპინძლა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
პირველი ტაიმი ვლადიმერ ვაისის გუნდის მცირე უპირატესობით წარიმართა. მატჩის მე-18 წუთზე ანგარიში ჯონას ოლდერ ვინგმა გახსნა, სლოვაკებმა 2 წუთში ეზიკელ ჰენტის თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრეს. ტაიმის ბოლოს დანიელები იენს სტაგეს გოლით დაწინაურდნენ.
მეორე ტაიმში იეს თორუპის გუნდმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, ვასილ ბოჟიკოვი მეტოქეზე დაჯარიმდა და სლოვაკების კართან თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, პენალტი ჯონას ოლდენ ვინდმა იდეალურად გამოიყენა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
გურამ კაშიამ, ჯაბა კანკავამ და დათი ხოჭოლავამ შეხვედრის 90 წუთი ითამაშეს.
ცნობისთვის, კონფერენს ლიგის F ჯგუფს, 3-3 ქულით “კოპენჰაგენი” და “პაოკი” ლიდერობენ.







