2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩში, გუშინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დამარცხდა.
გამარჯვების გოლი მატჩის 92 წუთზე ლაიპციგის შემტევმა დანი ოლმომ გაიტანა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა შეხვედრა შეაფასა და ჩვენი ნაკრების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„როდესაც საქართველომ გოლი გაიტანა, მათი გულშემატკივრების მხრიდან წარმოუდგენელი ემოციები წამოვიდა. ისინი თავიანთ ფეხბურთელებს მატჩის ბოლო წუთამდე ამხნევებდნენ. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მატჩის მეორე ნახევარში სურათი მთლიანად შეგვეცვალა.
შეტევის გამწვავება და მეტოქის დაცვის ბარიერების გადალახვა აუცილებელი იყო. საქართველოს არაერთი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და მათ წინააღმდეგ თამაში საკმაოდ რთული გახლდათ. ძალიან მიხარია, რომ გამარჯვების გოლი გავიტანე. ამ მატჩში ქულების მოპოვება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და მიზანს მივაღწიეთ”, – განაცხადა დანი ოლმომ.





