ესპანეთის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში, “ვალენსია” საკუთარ მოედანზე ბილბაოს “ატლეტიკს” დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით – 1:0 დაამარცხა.
აღნიშნულ მატჩში ხოსე ბორდალასმა გიორგი მამარდაშვილს “ღამურების” კარი ზედიზედ მეექვსედ ანდო. მამარდამ რამდენიმე ეფექტური სეივი შეასრულა და კარიც მშრალად შეინახა. აღსანიშნავია, რომ გიორგი მთელი თამაშის განმავლობაში ყველაზე დამაჯერებელი იყო.
მატჩის შემდეგ, სტატისტიკურმა ცენტრმა Sofascore-მ 21 წლის ქართველ მეკარეს 7.1 შეფასება დაუწერა, რაც “ღამურების” შემადგენლობიდან ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა.








