რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ივნისის ორ ამხანაგურ მატჩს გამოტოვებდა, საქართველოს პირველ არხს ფეხბურთელის ოჯახმა დაუდასტურა.
როგორც იცით, ხვიჩა ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა, მაგრამ გუნდთან ერთად ჯერ არ უვარჯიშია, რადგან 18 აპრილს მიღებული ტრავმის შემდეგ, ჯერ სათამაშოდ მზად არ არის.
როგორც ჩანს მოთამაშის ტრანსფერზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სავარაუდოდ ის ტრავმის გამიზეზების რისკს აარიდეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გასვლაზე გამართავს – 2 ივნისს რუმინეთს პლოეშტში ესტუმრება, ხოლო 6 ივნისს – ნიდერლანდებს ენსხედეში შეხვდება.





