გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” კარის დაცვას წარმატებით ახერხებს. ხოსე ბორდალასმა 20 წლის ქართველს “ალავესთან” ლა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაშიც ანდო კარი და იმედი არ გაუცრუვდა.
გიორგიმ წინასასეზონო თამაშებშიც შესანიშნავად ითამაშა და ლა ლიგის სასტარტო ტურებში შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა მეკარემ 3 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა. პირველ ტურში ის ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.
deportevalenciano.com-მა სტატია მიუძღვნა გიორგი მამარდაშვილს.
“მაშინ, როცა იასპერ სილესენი უკვე მზად იყო ვალენსიას კარში ჩამდგარიყო, ხოსე ბორდალასმა გადაწყვიტა, რომ ამას კვლავ გიორგი მამარდაშვილი იმსახურებდა. მამარდაშვილის არჩევა სულაც არ იყო ბორდალასის მხრიდან უცნაური საქციელი. მის ხელში ვალენსიაში ღირსეულები იმსახურებენ სასტარტოში ადგილს და ეს არასდროს არის ცუდი არჩევანი.
ჩვენ უკვე გვყავს ვალენსიას სასტარტო გოლკიპერი, შესაძლოა, ორიც და ეს ყველაფერი მხოლოდ ბედნიერების საბაბია”.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი “დინამო თბილისმა” ერთწლიანი იჯარით გაუშვა “ვალენსიაში”, ესპანელებს მისი გამოსყიდვის უფლება აქვს.





