სახელოვანი ქართველი ჩოგბურთის მწვრთნელი, გია ელერდაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია ავრცელებს. გია ელერდაშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა, თუმცა სამწუხაროდ, მძიმე სენის დამარცხება ვერ შეძლო.
„ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია დიდი გულისტკივილით იზიარებს გია ელერდაშვილის გარდაცვალებას.
ჩოგბურთის სამყარომ დაკარგა
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი, გამორჩეული მწვრთნელი,თავისი საქმის პროფესიონალი და ძალიან კარგი ადამიანი.
მან თავისი ისტორია დატოვა კორტებზე და თითოეული ადამიანის გულში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.
ვუსამძიმრეთ მის ოჯახს და ჩოგბურთის სამყაროს ამ დიდ დანაკლისს.“ – წერია ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის განცხადებაში.








