დღეს “საბურთალოს” ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 21 წლის გახდებოდა.
გარდაცვლილი ფეხბურთელის დამ, ანი შაქარაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
“რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის 19 წლის გიო დარჩები… გილოცავ შენს 21-ე დაბადების დღეს იმიერ საქართველოში, მთელი გულით უყვარხარ დაიკოს”, – წერს ანი შაქარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი 11 წელი თამაშობდა ფეხბურთს და ეს პერიოდი მხოლოდ ერთ კლუბში, “საბურთალოში” გაატარა.
პატივისცემის ნიშნად, თბილისურმა საფეხბურთო კლუბმა 21-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო.





