პრემიერ ლიგის მე-6 ტურის მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ “ასტონ” ვილა მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შეხვედრის 93-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა პენალტი ვერ გამოიყენა.
პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მატჩის შემდეგ თავის სოციალური ქსელის მეშვეობით საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა:
“ახლა ჩემზე მეტად იმედგაცრუებული არავინ არ არის, პენალტის გაფუჭებისა და წაგების გამო. ასეთ მომენტებში ყოველთვის ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას. დღეს მე ჩავიჭერი. თუმცა, წინ ნაბიჯი გადავდგი და გამოწვევას შევხვდი ისეთივე ამბიციურობითა და პასუხისმგებლობით, როგორც მაშინ, როდესაც ბურთი ბადეში აღმოჩნდებოდა ხოლმე. კრიტიკა და განსხვავებული აზრები ფეხბურთის ნაწილია. ამასთან ერთად ვისწავლე ცხოვრება და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რათა არასდროს შევწყვიტო გაუმჯობესების მცდელობა და გავხდე რაც შეიძლება უკეთესი ფეხბურთელი, ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. დღეს მე კიდევ ერთხელ ავიღე ის პასუხისმგებლობა, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედში” გადმოსვლის დღიდან თითქმის ყოველთვის მეკისრებოდა და ამას კვლავ ავიღებ, ყოველგვარი შიშის გარეშე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთად გამარჯვებაა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს თანაგუნდელებსა და ჩემს კლუბს დავეხმარო, რათა საუკეთესოები იყვნენ. მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ყველაფერს იღებს, ამას კი დიდი ენთუზიაზმითა და ვალდებულებით ვაკეთებ. ეს არის ის, რასაც განვაგრძობ. ყველას მადლობა ფინალური სასტვენის შემდეგ მხარდაჭერისთვის. მოედანზე ჩემი სახელის გაგონება ძალიან ემოციური იყო… მე უფრო ძლიერი დავბრუნდები, რადგან ეს არის ის სტანდარტები, რომლებსაც ვიცავ. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, დავბრუნდები ჩემი თანაგუნდელებისთვის და გულშემატკივრებისთვის, რომლებიც მხარს ყოველთვის გვიჭერდნენ.” – განაცხადა ფერნანდეშმა
შეგახსნებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” შემდეგ შეხვედრას ევროპა ლიგაზე “ვილიარეალის” წინააღმდეგ გამართავს.





