„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის ნაკრების 21 წლის შემტევი, ჯეიდონ სანჩო ოფიციალურად წარადგინა. ტრანსფერის ღირებულებამ 85 მილიონი ევრო შეადგინა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა „წითელ ეშმაკებთან“ 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ის გუნდში 25 ნომრიან მაისურს მოირგებს.
21 წლის ფეხბურთელმა წარდგენის შემდეგ მცირე კომენტარიც გააკეთა:
„დორტმუნდის“ ყოველთვის მადლობელი ვიქნები, რომელმაც პირველ გუნდში თამაშის შესაძლებლობა მომცა, თუმცა, ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღეს ინგლისში დავბრუნდებოდი.
„მანჩესტერ იუნაიტედში“ გაწევრიანებით ჩემი ოცნება ოცნება ახდა, ახლა ისღა დამრჩენია პრემიერ ლიგის დაწყებას დაველოდო. „იუნაიტედი“ ახალგაზრდა და საინტერესო გუნდია. ვიცი, რომ ერთად მუშაობით კლუბის უმაღლეს საფეხურზე აყვანას შევძლებთ. შევეცდებით რაღაც განსაკუთრებულს მივაღწიოთ, მივაღწიოთ იმ წარმატებას, რასაც ჩვენი გულშემატკივარი იმსახურებს.
მოუთმენლად ველოდები მწვრთნელთან და სამწვრთნელო შტაბთან შეხვედრას. მათთან მუშაობით უდიდეს გამოცდილებას მივიღებ“, – განაცადა ფეხბურთელმა.
ცნობისთვის, ჯეიდონ სანჩო ბორუსია “დორტმუნდის” ღირსებას 2017 წლიდან იცავდა. ახალგაზრდა ინგლისელმა ამ გუნდის მაისურით 104 მატჩი ჩაატარა 38 გოლი გაიტანა და 45 საგოლე გადაცემა შეასრულა.





