ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ ლონდონის ჩელსის, გუნდის ერთ-ერთ ლიდერ ნგოლო კანტესთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
ლონდონური კლუბი მზად არის ფრანგთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, რომლის მოქმედი ხელშეკრულება იწურება 2023 წელს.
30 წლის ფეხბურთელი ლონდონში თავს კომფორტულად გრძნობს, მას კლუბი მოსწონს. კანტეს ჩელსიში დარჩენა სურს, წერს ჟურნალისტი ნიკოლო შირა.
გასულ ზაფხულს, ცნობილ გახდა, რომ ჩელსიმ უარი ფრანგზე ორ წინადადებაზე თქვა, სადაც მას 50 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზეს.
ამ სეზონში ფეხბურთელმა პრემიერ ლიგაში 28 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.





