ყაზანის “რუბინის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რომან შარონოვმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აქცენტი იმაზე გააკეთა, თუ რატომ ვერ იტანდა ქართველი ფეხბურთელი მანამდე გოლებს სტაბილურად.
“ამის ბევრი მიზეზია. კვარაცხელიამ სტაბილურობას უნდა მიაღწიოს და ამის შემდეგ მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩების რაოდენობას გაზრდის. ხვიჩას ჩავარდნა გამოცდილების არქონასთან დაკავშირებული არაა. ჩავარდნები ყველა ფეხბურთელს აქვს და გამოცდილებაზე საუბარი ზედმეტად მარტივი გამოსავალია. ყველაფერთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემო, სადაც ფეხბურთელი ვითარდება”, – თქვა შარონოვმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 3 თვის უგულო სერიის შემდეგ შვედეთის ნაკრებთან დუბლი შეასრულა.





