ჩაბი ალონსოს წარდგენა ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის საჭირო ნამდვილად არ უნდა იყოს. ახლო წარსულში გამოჩენილ ესპანელ ფეხბურთელს არაერთ გრანდში უთამაშია. 2005 წელს, „ლივერპულთან“ ერთად სულაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ალონსო იყო მადრიდის „რეალის“ საკვანძო ფიგურაც. მას ასევე ბურთი უგორებია „სოსიედადში“, „ეიბარში“ და რაც მთავარია მიუნხენის „ბაიერნში“, სადაც დაასრულა კიდეც მისი შთამბეჭდავი კარიერა.
სულ მალე კი ჩაბი ალონსოს ახალა აპმლუაში ვიხილავთ – მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ამ საქმიანობაში ალონსოს მცირე გამოცდილება კი აქვს. 2018-19 წლებში მადრიდის ”რეალის” ერთ-ერთი ასაკობრივი გუნდის მწვრთნელი იყო, ამჟამად კი „სოსიედადის“ სარეზერვო გუნდს ავარჯიშებს.
ზაფხულიდან კი ჩაბი ალონსოს ახალი გამოწვევები ელის. ის ბუნდესლიგაში უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში ბრუნდება. როგორც პოპულარული გამოცემა BILD-ი იუწყება, ჩაბი ალონსო მომავალი სეზონიდან „გლადბახს“ ჩაიბარებს.
მიუნხენგლადბახელებს ახლა მარკო როზე ავარჯიშებს, თუმცა გუნდი აშკარა კრიზისშია და ხელმძღვანელობამაც მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტა.
ამრიგად, 39 წლის ჩაბი ალონსოს სამფეხბურთო სამყარო მალე ახალ ავანსცენაზე იხილავს.





