გამოცემა Cadena SER-ის ინფორმაციით, მადრიდის რეალის კაპიტანმა სერხიო რამოსმა, კლუბთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ მიაღწია და გუნდიდან მიდის.
35 წლის ფეხბურთელსა და „სამეფო გუნდს“ შორის მოლაპარაკებები 5 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მათ მიერ შემოთავაზებული არც ერთი წინადადება მიიღო.
რეალის ხელმძღვანელებს სჯერათ, რომ რამოსს სხვა გუნდისგან უკეთესი შეთავაზება აქვს და უარის მიზეზი სწორედ ესაა.
ვარსკვლავური ცენტრალური მცველის ამჟამინდელი კონტრაქტი მადრიდის რეალთან ზაფხულში იწურება.
ამ სეზონში რამოსმა ლა ლიგაში 15 მატჩი ჩაატარა, ამჟამად კი ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარება.





