დიდ გუნდში ყოფნა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მაღალი ხელფასი გექნება. უფრო მეტიც – შესაძლოა საწყის ეტაპზე სულაც ანაზღაურების გარეში, უბრალოდ სტიპენდიაზე გიწევდეს ყოფნა.
ასე მაგალითად, არ გამორიცხოთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ირიცხებოდე, მსოფლიო დონის ვარსკვლავების გვერდით თამაშობდე, მაგრამ მაინც საჭმლის ფულზე გიწევდეს ფიქრი.
გაგიკვირდათ? გამოგიტყდებით და ჩვენც, მაგრამ თუ „წითელი ეშმაკების“ ყოფილ ფეხბურთელს რაველ მორისონს დავუჯერებთ, ის ოჯახის გამოსაკვებად თანაგუნდელებს გასახდელში ბუცებს პარავდა, რადგან შემდეგ გაეყიდა და სახლში საკვები მიეტანა.
„მახსოვს, ერთხელ როგორ გამომაგდეს გასახდელიდან, რადგან აღმოაჩინეს როგორ მოვპარე ბუცები რიო ფერდინანდს. მაპატიეს, მაგრამ შემდეგ იგივე მაინც გავიმეორე, ამჯერად უკვე უეინ რუნის შემთხვევაში. იმ დროს გუნდში ხელფასი არ მქონდა და სტიპენდიაზე ვცხოვრობდი. თითო წყვილ ბუცში 290 ევროს შოვნა შეიძლებოდა, ხოლო ორში თითქმის 600 ევრომდე გადაგიხდიდნენ. აღებული ფულით ოჯახში ბევრი პრუდუქტის მიტანა შემეძლო.
ფერდინანდს და რუნის მწარმოებლებისგან დაახლოებით 20-30 წყვილი ბუცი მოსდიოდათ. ვფიქრობდი, რა დაშავდება თუ ერთს ავიღებ, მაინც ვერავინ შეამჩნევს, მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი რა არასწორ საქციელს ჩავდიოდი, ახლა კი რა თქმა უნდა ყველაფერს ვნანობ“ – წლების შემდეგ აღიარებს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი.






