ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი სეზონის ბოლოს იუვენტუსს დატოვებს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ბარსელონა მეკარესთან კონტრაქტის გაფორმებას განიხილავს. აღსანიშნავია, რომ გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, 43 წლის მოთამაშე სარეზერვო მეკარე გახდება.
ასევე ცნობილია, რომ ბუფონმა უკვე მიიღო შეთავაზებები ოლიმპიაკოსის, კიევის დინამოს, ფრანკფურტის აინტრახტის, გალათასარაისა და სპორტინგისგან, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, მან რომელიმე ხსენებულ გუნდში ითამაშოს.





