მოგეხსენებათ, გერმანიის ბუნდესლიგას, რუსულ კომპანია Match TV-სთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული, რისი მიხედვითაც გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები რუსეთის ფედერაციაშიც შუქდება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ბუნდესლიგა Match TV-სთან არსებულ კონტრაქტს ჯერჯერობით არ შეწყვიტავს, რადგან გერმანიის სტადიონებიდან ომის საწინააღმდეგო და მშვიდობისკენ მოწოდებები რუს ხალხამდეც მივიდეს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს სპორტულმა ორგანიზაციებმა რუსეთი, როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონეზე ყველა ტურნირიდან მოკვეთეს.








