2 სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის მატჩი, საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებებს შორის შეხვედრა ცარიელ ტრიბუნაზე ჩატარდება. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ გაავრცელა.
მიზეზი ჩვენს ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარებაა. მატჩი ბათუმში, ახლად აშენებულ სტადიონზე უნდა ჩატარდეს.
შეხვედრა 20:00 საათზე გაიამრთება, ამის შემდეგ კი საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება, 8 სექტემრეს კი ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.








