რომან დოლიძის მეტოქე ცნობილია! UFC-ის საშუალო წონით კატეგორიაში ქართველი მებრძოლის მეტოქე ერიკ ანდერსი იქნება.
32 წლის ქართველმა მებრძოლმა ბოლო ბრძოლა არგენტინელ ლაურეანო სტაროპოლის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით დოლიძემ გამარჯვება იზეიმა, რაც შეეხება ერიკ ანდერსონს, 34 წლის ამერიკელმა მებრძოლმა ბოლო შეხვედრაში დარენ სტიუარტის წინააღმდეგ გაიმარჯვა.
ასე, რომ ქართველი გულშემატკივრები უნდა დაველოდოთ 14 ნოემბერს, როდესაც ქართველი მებრძოლის დაპირისპირება შედგება.





