ინგლისის პრემიერ ლიგის 34-ე ტურში მანჩესტერ იუნაიტედი საკუთარ მოედანზე ლივერპულს უმასპინძლებს. შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივრები „ოლდ ტრაფორდზე“ შეიჭრნენ, თუმცა უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმეწუთიანი მცდელობის შემდეგ მათ სტადიონის ტერიტორია დაატოვებინა.
ქომაგები „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობას კლუბის არაეფექტურ მართვაში ადანაშაულებენ და მათ გადადგომას მოითხოვენ. პარალელურად, გულშემატკივრები „სუპერ ლიგის“ შექმნასაც აპროტესტებენ.
სტადიონის დატოვების შემდეგ, მათ აქცია „ოლდ ტრაფორდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ბრიტანული მედია იუწყება, რომ მატჩი ჩაიშალა.








