ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა, ევროპის სუპერლიგის პროექტის შეჩერების შესახებ კომენტარი გააკეთა.
„მეამ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ. ეს სწორი ნაბიჯია გულშემატკივრებისა და კლუბებისთვის.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საყვარელი ეროვნული თამაშის დაცვა”, – წერს ჯონსონი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯონსონი ბრიტანულ გუნდებს დიდძალი სანქციებით დაემუქრა და მათი გადაწყვეტილების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად, სწორედ ეს იქცა.
შეგახსენებთ, რომ ევროპული სუპერ ლიგის დატოვების გადაწყვეტილება ექვსივე გუნდმა მიიღო.





