ახლო წარსულშ ყოფილი პირველი ჩოგანი ენდი მარი დუბაის ტურნირზე აღარ ითამაშებს. შოტლანდიელ ჩოგბურთელს მეტად საპატიო მიზეზი აქვს. ის მეოთხე შვილის მამა გახდა და ტურნირიდან განაცხადის გამოტანაც ამიტომ გადაწყვიტა.
ბრიტანელი მეჩოგნე 2015 წლიდან კიმ სირსზეა დაქორწინებული. წყვილს აქამდე 3 შვილი ჰყავდათ, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. 12 მარტს კი მარების ოჯახში მატება მოხდა. მათ მეოთხე შვილი შეეძინათ, თუმცა სქესს ჯერჯერობით ასაიდუმლოებენ.
ბოლოს ენდი მარი როტერდამის ტურნირზე გამოჩნდა, სადაც მეორე წრეში რუს ანდრეი რუბლევთან წააგო.





