ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ენდი მარის შეხვდება.
საქართველოს პირველი ჩოგანი ბრიტანელ სპორტსმენს სიდნეის ტურნირზეც შეხვდა. ქართველმა ჩოგბურთელმა შეხვედრა სამ სეტში (7:6, 6:7, 3:)7 დათმო. მატჩი 3 საათი და 16 წუთი გაგრძელდა.
სპორტსმენები ერთამანეთს სიდნეის ტურნირამდეც შეხვედრილან. 2021 წელს, უიმბლდონის პირველ წრეში გამარჯვება ენდი მარიმ ოთხ სეტში მოიპოვა – 6:4, 6:3, 5:7, 6:3.
ავსტრალიის ღია პირველობა სტარტს 17 იანვარს აიღებს. ქართველი ჩოგბურთელი მარისთან გამარჯვების შემთხვევაში, პაბლო კუევასსა და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შორის უმჯობესს შეხვდება.








