ხვიჩა კვარაცხელიამ, რამდენიმე თვის წინ “პრაიმ სპორტის” ინტერვიუში, საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი დაასახელა.
“რთული გამოსაყოფია, მაგრამ მაინც, გიორგი ქინქლაძეს დავასახელებ. ბევრისგან მსმენია, რომ ისეთი ტალანტი ჰქონდა, როგორც ლეო მესის. ქინქლაძის ვიდეოები ნანახი მაქვს და მისი ნიჭით აღფრთოვანებული ვიყავი. შრომის გარეშე არაფერი მოდის და ვიცი რას ნიშნავს რთულად ცხოვრება”, – განაცხადა კვარამ.
ცნობისთვის, გიორგი ქინქლაძე “მანჩესტერ სიტის” ღირსებას 1995-1998 წლებში იცავდა, სადაც 106 ჩატარებულ შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას შეგახსენებთ, რომ გუშინ, მოსკოვის “დინამოსთან” თავის გამოჩენა ეფექტურად შეძლო.





