საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბათუმში კოსოვოს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, კოსოვოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ შალანდმა თამაში შეაფასა.
საქართველოსთან მატჩზე:
“მატჩის წინ როგორც ვთქვი, საქართველო და კოსოვო ერთნაირი გუნდები არიან. რთული მატჩი გამოვიდა. ცხადია, შედეგით კმაყოფილი ვარ. საქართველოსაც ვულოცავ, რადგან ისინი ჩვენთვის ძლიერი მოწინააღმდეგეები იყვნენ.
კოსოვოს არაღიარების თემაზე:
“პოლიტიკურ თემებზე არ ვსაუბრობ. მე კოსოვოში ვარ და კოსოვოსთვის ვმუშაობ. მაინტერესებს ფეხბურთი და შესაბამისად ყველას პატივს ვცემ. დავამატებდი, რომ საქართველოში ყველა კარგად შეგვხვდა, დიდ პატივისცემას ვგრძნობდით ფეხბურთის ფედერაციისგან და ყველა ადამიანისგან.”
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს, ბადახოსში, ესპანეთს დაუპირისპირდება. სექტემბრის სანაკრებო შეკრებას ჯვაროსნები სოფიაში, ბულგარეთთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს.






