ლეონიდ სლუცკიმ რუსულ მედიაში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მუხლზე ტრავმა აქვს და შეიძლება მას გარკვეული დისკომფორტი შეუქმნას.
რუსულ მედიაში გავრცელებულ აღნიშნულ, ინფორმაციას, “რუბინის” გულშემატკივრებიც გამოეხმაურნენ.
“პრაიმ სპორტი” ყაზანელი ფეხბურთის გულშემატკივრების კომენტარებს უცვლელად გთავაზობთ.
“ფაქტობრივად, სლუცკიმ თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მუხლზე სამუდამო ტრავმა აქვს, რომელიც მუდამ შეაწუხებს. რუბინი მის ძვირად გაყიდვას კიდევ გეგმავს?”
“ასეთი ახალგაზრდაა და უკვე ტრავმისკენაა მიდრეკილი. როგორც ჩანს, ეს არის ქართველის მაქსიმუმი და რუსეთში მეტი აღარაფერი გამოუვა სამწუხაროდ”.
“სამწუხაროდ, სლუცკის ასეთი განცხადების შემდეგ მას ვეღარასდროს გავყიდით”
“ეს ყველაფერი არის მიზეზი რის გამოც სხვა კლუბებმა ხვიჩა არ იყიდეს და რუსეთის პრემიერლიგაში ჩარჩა?!”, – წერენ ყაზანის რუბინის ფანები.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ, გუშინ, მოსკოვის “დინამოსთან” თავის გამოჩენა მოახერხა.








