23 წლის ქართველი თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე კარიერას ნიუკასლ ჯეტსში გააგრძელებს. ავსტრალიური კლუბის ვებ-გვერდის ცნობით, მიქელთაძემ, ავსტრალიურ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მიქელთაძე ბოლოს საბერძნეთის მეორე ლიგაში, “ქსანთის” რიგებში ასპარეზობდა. 12 ჩატარებულ მატჩში ქართველმა შემტევმა 3 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.
რაც შეეხება “ნიუკასლს ჯეტსის”, გუნდმა ავსტრალიის ჩემპიონატის გასული სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა.





