საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილი ნახევარფინალში გავიდა.
ბექამ ნახევარფინალამდე ორი მეტოქე დაამარცხა, გამოცდილმა სპორტსმენმა 1/8 ფინალში მასპინძელ მეტოქეს სძლია, 1/4 ფინალში კი კუბელ ივან ფილიპე სილვა მორალესს მოუგო.
ბექას მსგავსად, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილიც ნახევარფინალშია.
სამწუხაროდ, ლუკა მაისურაძე ასპარეზობას მალევე გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლით საქართველოს ნაკრების საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-4 ადგილზე იმყოფება.
ბექა ღვინიაშვილი მეტოქე ნახევარფინალში მამადალი მეჰდიევსა და მიხაელ ზგანკს შორის გამარჯვებული იქნება.








