ეროვნული ნაკრების ნოემბრის მატჩებში, რომელიც ილიას ზუროსის შეგირდებმა წარმატებით ითამაშეს და ფინეთთან და შვეიცარიასთან ორივე დაპირისპირება მოიგეს, ბექა ბურჯანაძეს ტრავმის გამო გამოტოვა.
სასიხარულოა, რომ ქართველმა კალათბურთელმა ტრავმა მოიშუშა და პარკეტს დაუბრუნდა. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში მისი „გრან კანარია“ აუტსაიდერ „აკუნსა გიპუსკოა ბასკეტს“ სტუმრად დაუპირისპირდა და 79:65 დაამარცხა.
ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა ბექა ბურჯანაძემაც. მან 7 ქულას, 2 მოხსნას და 1 პასს მოუყარა თავი, ისე კი პარკეტზე 20 წუთი დაჰყო.
ეს „გრან კანარიას“ მეოთხე გამარჯვება იყო, ხოლო სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე იმყოფება. ბექა ბურჯანაძის გუნდი მომდევნო მატჩს 27 დეკემბერს „მანრესასთან“ გამართავს.








