გუშინ, შოთა არველაძის ხელმძღვანელობით “ჰალ სიტიმ” “სუონსი” 2:0 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა სპეციალისტმა ინგლისური კლუბის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.
“მადლობა ყველას – მადლობა ბიჭებს და თანამშრომლებს, რომლებიც დამეხმარნენ. იმედი მაქვს, რომ უკეთესს გავაკეთებთ და ბევრად მეტს ვაჩვენებთ, ვიდრე გუშინ გამოგვივიდა. პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. მეტოქე უნდა დავაფასოთ, რადგან მათ მეორე ტაიმში სისტემა შეცვალეს და დამატებითი ნახევარმცველით დაიწყეს თამაში, ჩვენ კი ცოტა უკან დავიხიეთ.
“ბიჭებმა ხასიათი და დისციპლინა გამოაჩინეს. მათ თამაში ისე დაასრულეს, როგორც დაიწყეს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გუნდი მყავს. ეს კარგი გრძნობაა.
Მაგარი იყო. ბედნიერი ვიყავი, როდესაც ფანები პირველივე წუთიდან მიმღეროდნენ”, – თქვა შოთიმ.





