იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში უმნიშვნელოვანესი გაამრჯვება მოიპოვა „მილანმა“. როსონერიმ დაძაბულ და უხვგოლიან დაპირისპირებაში „ფიორენტინას“ სტუმრად 3:2 აჯობა და ოთხეულში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ნაბიჯი გადადგა.
თავისი გოლი გაიტანა უბერებელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც და აღმოჩნდა, რომ ამით ერთი საგულისხმო და მნიშვნელოვანი სტატისტიკური მაჩვენებელი დააფიქსირა.
შვედ ფორვარდს სერიას ა-ს მიმდინარე სეზონში უკვე 15 გოლია დაუგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი, რომელმაც ერთ სეზონში ამდენის გატანა შეძლო. ზლატანი 39 წლის და 169 დღის გახლავთ.





