თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში მყოფმა დინამო ბათუმმა, სადაც შეკრებაზე არაერთი ქართული და უცხოური გუნდი იმყოფება, მეორე მატჩი ჩაატარა და გამარჯვებაც მოიპოვა.
გია გეგუჩაძის შეგირდებმა ბოსნიური გუნდი „ბორაცი“ 2:0 დაამარცხეს და ამ გამარჯვებაში მთავარი მწვრთნელის როლი მართლაც თვალსაჩინო გამოდგა.
ზღვისპირელთა დამრიგებელმა შეცვლა ზუსტად გამოიცნო და მეორე ტაიმში მოედანზე ვლადიმერ მამუჩაშვილი შეუშვა, რომელმაც მეტოქეს დუბლი შეუსრულა, არადა პირველი ტაიმი უღიმღამო და უფერული საყურებელი გამოდგა. მამუჩაშვილმა ბოსნიელებს 65-ე და 71- წუთებზე გაუტანა.





