ბათუმის დინამომ მორიგი ტრანსფერი განახორციელა. ზღვისპირულმა გუნდმა ქუთაისის ტორპედოდან, გასულ სეზონში ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გიორგი ფანცუალია გადაიბირა.
ეროვნული ლიგის გასულ სეზონში გიორგიმ ქუთაისელთა შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ფანცულაიას ბათუმური გუნდის მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძესთან მუშაობის გამოცდილება, ტორპედოსა და ზესტაფონში აქვს.
საერთო ჯამში ფანცუალიამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 183 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარი 44-ჯერ დალაშქრა.





