ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა ბარსელონას შემადგენლობა ესპანეთის თასის ფინალში ბილბაოს ატლეტიკთან.
სიაში მოხვდნენ მცველი ჟერარდ პიკე, შემტევი ანსუმანე ფატი და მეკარე ნეტო, რომლებმაც წინა მატჩები ტრავმების გამო გამოტოვეს.
კლუბმა აღნიშნა, რომ ფატისა და ნეტოს ჯერ არ მიუღიათ ექიმებისგან თამაშში მონაწილეობის ნებართვა, მაგრამ გუნდთან ერთად არიან, მათი მონაწილეობა მატჩში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა.
განაცხადში შემდეგი მოთამაშეები მოხვდნენ:
ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, არაუჟო, ბუსკეტსი, გრიზმანი, პიანიჩი, ბრაითვაითი, მესი, დემბელე, პუჩი, ნეტო (საეჭვოა) ლენგლე, პედრი, ტრინკაო, ალბა, სერჟი რობერტო, დე იონგი, ფატი (ფატი), ჟუნიორი, უმტიტი, პენია, მორიმა, მინგესა და ტენიასი.
ატლეტიკის და ბარსელონას თამაში 17 აპრილს, სევილიაში, „ლა კარტუხას“ სტადიონზე გაიმართება.





