კატალონიური ბარსელონა ლიონელ მესის შენარჩუნებას აპირებს.
ESPN-ის თანახმად, კლუბის პრეზიდენტი ჯოან ლაპორტა არგენტინელს 2 წლიან კონტრაქტს უმზადებს, რომლის კიდევ ერთი გახანგრძლივების შესაძლებლობაც იქნება (ე.წ. 2+1).
ბლაუგრანას 33 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელი ხელფასის გადახდა, რომელიც დაახლოებით 75 მილიონი ევროა წელიწადში, არ შეუძლია და სურს მოთამაშეს შედარებით ხანგრძლივი კონტრაქტი შესთავაზოს, თუმცა ანაზღაურება შეუმციროს.
ამავდროულად, ლაპორტა განაგრძობს გზების ძიებას, რათა დააფინანსოს ისეთი ვარსკვლავი ფეხბურთელების ტრანსფერი, როგორებიც ერლინგ ჰოლანდი ან ნეიმარი არიან, რათა დაარწმუნონ მესი, რომ ბარსა მომავალ სეზონში კონკურენტუნარიანი იქნება.
ბარსელონაში მესის მამის ჩასვლის მიუხედავად, მოლაპარაკებების თარიღი ჯერ არ დაუნიშნათ.
მიმდინარე სეზონში, ლეომ ლა ლიგის 29 მატჩში 25 გოლი გაიტანა, რასაც 9 შედეგიანი გადაცემა დაუმატა.





