ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, კატალონიური ბარსელონა, მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთ უმთავრეს დაპირისპირება „ელ კლასიკოს“ განსაკუთრებულად ხვდება.
მადრიდის რეალთან მატჩისთვის „ლურჯ-ბროწეულისფერები“ განსაკუთრებულად ემზადებიან და სპეციალურად ამ მატჩისთვის, კომპანია ნაიკმა მათთვის ფორმა დაამზადა.
მოგეხსენებათ, 11 აპრილის ბარსელონა მადრიდულ გუნდს სტუმრად, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაუპირისპირდება.
ახალი ფორმის პრეზენტაციას ბარსას ლეგენდა კარლეს პუიოლი გაუძღვება, რომელიც კლუბში მთელი კარიერის მანძილზე, 1999-2014 წლებში თამაშობდა.
👕🆕 ¡El @FCBarcelona estrenará camiseta en 'El Clásico'!
😳 Será la QUINTA equipación de esta temporada y solo la usarán en #LaLiga para jugar ante el @RealMadrid en abril
🏟️ Une los colores azulgranas y la 'senyera'… ¿Qué te parece? 👀 pic.twitter.com/69EyouIiQS
— Carrusel Deportivo (@carrusel) January 11, 2021





