ბარსელონა აგენტ მინო რაიოლასთან მისი კლიენტის, იტალიის ნაკრების მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას გადაყვანის შესახებ მოლაპარაკებებს აგრძელებს.
„ბლაუგრანას“ მენეჯმენტი მალე გადაწყვეტს, გაიფორმებს თუ არა მილანიდან წასულ ფეხბურთელს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ამავე დროს, 22 წლის იტალიელის პოტენციური ჩამოსვლა გავლენას არ მოახდენს კატალონიელთა ამჟამინდელი მეკარის სტატუსზე მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე – გერმანელი პირველ ნომრად დარჩება, იგიხელშეუხებელ მოთამაშედ ითვლება.
ამის გათვალისწინებით, რთულია იმ მიზეზის პოვნა, რის გამოც იტალიის ნაკრების გოლკიპერმა, კატალონიური გუნდი უნდა აირჩიოს.
დონარუმა ასევე იუვენტუსის, ჩელსი და სხვა კლუბების ინტერესის სფეროშია. მან სერია A-ში ჩატარებული 37 მატჩიდან 13-ში კარი მშრალად შეინახა.





