საბერძნეთის სუპერლიგის 23-ე ტურში ბაჩანა არაბულმა აელ-თან 41-ე წუთზე გატანილი გოლით, ლამიას სტუმრად გამარჯვება მოუპოვა.
ქართველმა თავდამსხმელმა მატჩის ერთადერთი გოლი თავით გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში ცხრამეტ შეხვედრაში მეტოქეთა კარი ოთხჯერ დალაშქრა.
სამწუხაროდ ლამიას განაცხადში არ იყო ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი.
ქართველების გუნდი 18 ქულით მე-12 ადგილზეა, ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 28 თებერვალს კი იანინას უმასპინძლებს.





