საბერძნეთის სუპერლიგის 22-ე ტურში ბაჩანა არაბულის „ლამიამ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი „ლიმნისს“ ესტუმრა და მინიმალური სხვაობით, 0:1 გაიმარჯვა.
საგულისხმოა, რომ ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე ბაჩანა არაბულმა თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა, რომელიც თავადვე მოიპოვა.
გამარჯვების შედეგად, „ლამია“ სატურნირო ცხრილში დაწინაურდა და მე-12 ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება ქართველი ფეხბურთელის მონაგარს, არაბულმა 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.





