მოგეხსენებათ, ლიონელ მესი პსჟ-ის და არგენტინის ეროვნული ნაკრების სუპერვარსკვლავია. ის ოქროს ბურთის შვიდგზის და ოქროს ბუცის ექვსგზის გამარჯვებულიცაა. ასევე არგენტინელი ფეხბურთელი საყოველთაოდ აღიარებულია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თანამედროვე ფეხბურთელად.
რა თქმა უნდა არგენტინელ სუპერ ვარსკვლავს საქართველოშიც მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ჰყავს.
ახლახანს სოციალურ ქსელში გაავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მესის საპატივცემულოდ, აჭარაში ბავშვს ლიონელი დაარქვეს.









