ლიონელ მესი საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში “მეცთან” ვერ ითამაშებს. ინფორმაცია პარიზული კლუბის ვებგვერდმა დაადასტურა.
არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონთან ბოლო შეხვედრაში დაზიანება მიიღო და მას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ლეოს სისხლჩაქცევების ნიშნები აქვს. არგენტინელს მომდევნო სამედიცინო შემოწმება 48 საათში ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ პსჟ-ში 3 მატჩი ჩაატარა და ჯერჯერობით ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე პასი გააკეთა.








