კატალონიის ბარსელონას ახალი ათიანი ჰყავს. ლიონელ მესის წასვლის შემდეგ, ლურჯ-ბრწოეულისფერთა 10 ნომრიან მაისურს ლა მასიას აღზრდილი ანსუ ფატი მოირგებს. ესპანურმა კლუბმა ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
არგენტინელი სუპერვარსკვლავი 2008/2009 წლიდან 2020/2021 წლამდე “ბარსელონას” ათ ნორმიანი მაისურით გამოდიოდა.
კატალონიური გუნდის გულშემატკივრები ვარაუდობდნენ, რომ მინიმუმ ამ სეზონის განმავლობაში ლიონელ მესის 10 ნომერი ხელშეუხებელი იქნებოდა, მაგრამ ბლაუგრანას დღეიდან ანსუ ფატის სახით ახალი ათიანი ეყოლება.
რაც შეეხება 18 წლის ფატის, ახალგაზრდა ფეხბურთელი “ბარსელონას” მთავარ გუნდში 2019 წლიდან გამოდის. ესპანელმა თავდამსხმელმა დაზიანება 2020 წლის 7 სექტემბერს ბეტისთან მატჩში მიიღო და მას შემდეგ გუნდთან ერთად არ უთამაშია.
შეგახსნებთ, რომ რონალდ კუმანის გუნდი შემდეგ მატჩს 14 სექტემბერს მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ გამართავს და ბარსელონას ახალი ათიანი მოედანს შესაძლოა სწორედ ამ შეხვედრაში დაუბრუნდეს.
Our new number 🔟
Made in La Masia 💙❤️
⭐️ @ANSUFATI ⭐️ pic.twitter.com/co6NcpjxOx— FC Barcelona (@FCBarcelona) September 1, 2021








