„ბარსელონადან“ პსჟ-ში გადაბარგებულმა ლიონელ მესიმ დღეს პირველი პრესკონფერენცია გამართა და ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
მათ შორის ერთ-ერთი მბაპესთან და ნეიმართან ერთად თამაში იყო, რაზეც ლეგენდარულმა ფეხბურთელმა აღრფთოვანება ვერ დამალა.
„ნეიმართან და მბაპესთან თამაში? ეს მართლაც სიგიჟეა, უბედნიერესი ვარ. ერთი სული მაქვს ვარჯიშს შევუერთდე. პსჟ ძალიან ძლიერი გუნდია და ამ გუნდში თამაში დიდი პატივია. მოუთმენლად ველი პირველ თამაშს, მე ხომ მოედანზე გასვლა საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად მომიწევს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოვიგო, ეს ოცნებადაც მექცა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საოცარ გუნდთან ერთად ამას აუცილებლად შევძლებ“, – განაცხადა მესიმ.








