ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, „პსჟ“-ს 22 წლის სუპერვარსკვლავი შემტევი კილიან მბაპე მადრიდის „რეალში“ გადავა.
აღინიშნა, რომ ფრანგი ფეხბურთელი ტრანსფერს მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის ფიგურას არ უკავშირებს, ასე რომ, თუ ზაფხულში ზინედინ ზიდანი გუნდს დატოვებს, ეს მბაპეს გადაწყვეტილებას არ შეეხება. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, დათანხმდება თუ არა „პსჟ“ ფეხბურთელის გაყიდვას.
თუ მომდევნო სეზონში მბაპე პარიზში დარჩება, რეალი ყურადღებას დორტმუნდის „ბორუსიას“ ფორვარდ, ერლინ ჰოლანდის შეძენას შეეცდება, ხოლო მბაპეს 2021/22 წლების სეზონის ბოლოს, მადრიდები კილიანს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებენ.
ამ სეზონში 22 წლის მბაპემ ლიგა 1-ში 30 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.








