შოთა არველაზის ინგლისურ „ჰალ სიტიში“ დანიშვნა ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კლუბი ქართველ სპეციალისტს ოფიციალურად დღეს წარადგენს.
იმის მიუხედავად, რომ შოთის ჰალში დანიშვნა ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, კლუბის გულშემატკივრებმა მას ერთი სიმღერა უკვე მიუძღვნეს. სიმღერის სიტყვები ერთ-ერთი გულშემატკივარის, რიჩ უოლკერის Twitter-გვერდზე ვრცელდება, რომელის ქართულად ასე ითარგმნება:
„არველაძის მაგია, მას მაგიური ქუდი ახურავს
და, როდესაც მან „ჰალლ სიტი“ დაინახა, თქვა: „ძალიან მომწონს“
ის ჩვენთან საქართველოდან ჩამოვიდა, ჩვენ მისი სახელის წარმოთქმა არ შეგვიძლია,
ახლა, როდესაც აჯუნის მეგობარი საქმეშია, ყველა მატჩს მოვიგებთ
ოჰ, არველაძის მაგია…“
How’s this for you, Harry?
Arveladze’s magic, he wears a magic hat
And when he saw Hull City, he said “ I fancy that”
He’s come to us from Georgia, we can’t pronounce his name,
Now that Acun’s mate’s in charge, we’ll win every single game
Oh, Arveladze’s magic… #hcafc https://t.co/odSF33ClGK— Rich Walker (@bigbadwalks) January 25, 2022
შეგახსენებთ, რომ „ჰალ სიტი“ რამდენიმე კვირის წინ თურქმა ოლიგარქმა და შოთა არველაძის ახლო მეგობარმა, აჯუნ ილიჯალიმ შეიძინა და ქართველი სპეციალისტიც მთავარ მწვრთნელად სწორედ მისი ძალისხმევით დაინიშნა.
„ჰალ სიტი“ ინგლისის ჩემპიონშიფში მე-19 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
ცნობისთვის, შოთა არველაძე ბოლოს ტაშკენტის „ფახთაქორს“ წვრთნიდა და უზბეკური კლუბი 2021 წლის დასაწყისში დატოვა. მანამდე კი „ქაიზერსპორში“, „ქაზიმფაშაში“, „ტრაბზონსპორსა“ და თელ-ავივის „მაკაბიში“ მუშაობდა.








