ტურინის იუვენტუსის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა არტურ მელომ, ბრიტანულ სააგენტო The Sun-ს ბიანკონერების ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუსთან მუშაობის შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარა.
– რამ გაგაკვირვა კრიშტიანოს შესახებ?
– როგორ მუშაობს, მე ეს უკვე ვიცოდი, საფეხბურთო სამყარო მცირეა, ამაზე ყველა საუბრობს. მაგრამ როცა ყველაფერს თავად ხედავ, ეს შთამბეჭდავია.
იყო დღეები, როდესაც ღამის ორ საათზე ვბრუნდებოდით, რადგან გვიან ვთამაშობდით და რონალდო ვარჯიშზე წავიდა. ხუმრობით ვეუბნები, რომ ავად არის. რა უნდა ვუთხრა ადამიანს, რომელმაც ამდენი ოქროს ბურთი მოიგო? ის გონებრივად ძალიან ძლიერია.
– რას გეუბნება ის?
– რონალდო გასაოცარია. კრიშტიანო ძალიან დამეხმარა, რადგან ჩვენ ერთ ენაზე ვლაპარაკობთ. ის ყოველთვის იქ არის და თუ რამე არ მესმისმეხმარება.
მეუბნება, რა ვჭამო, რა არ ვჭამო, რა გამომადგება. ის ყოველთვის ცდილობს დაეხმაროს და იზრუნოს სხვებზე. კრიშტიანუში და მთლიანად გუნდში ძალიან გამიმართლა. ისინი ძალიან კარგი ხალხია, – თქვა ბრაზილიელმა.





