ლონდონის არსენალმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარის მიმდინარეობისას პირველი მოთამაშე დაიმატა. ეს ბრაიტონის ავსტრალიელი გოლკიპერი მეტიუ რაიანია, რომელიც გუნდში იჯარის წესით მივიდა.
„მეთოფეებმა“ ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს და მეკარე წარადგინეს, ის არსენალში 33 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
Welcome to your boyhood club, @MatyRyan ❤️ https://t.co/O35nnYaOLu
— Arsenal (@Arsenal) January 22, 2021
მეტიუ რაიანი არსენალში სეზონის ბოლომდე დარჩება და გუნდები ამის შემდეგ მოლაპარაკებებს განაახლებე. ავსტრალიელს ბრაიტონთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება.
ინგლისში გადმობარგებამდე, რაიანი ბელგიურ გუნდებში გენკში და ბრიუგეში, ასევე ესპანურ ვალენსიაში თამაშობდა.
28 წლის მეკარემ ამ სეზონში პრემიერ ლიგის 11 მატჩში ითამაშა და 19 გოლი გაუშვა. არსენალი მას მთავარი გოლკიპერის, ბერნდ ლენოს შემცვლელად მოიაზრებს, ხოლო ალექს რუნარსონი მესამე მეკარეობას დასჯერდება.





